“სამტრედიამ” გუშინ მორიგი ამხანაგური მატჩი რუმინეთის “დუნარეა კალარასთან” ჩაატარა.
70 წუთის განმავლობაში გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: მიგინეიშვილი, ფატიჩი, ქარქუზაშვილი, ბაჩიაშვილი, ჩაჩუა, განუგრავა, ვეილი, გი, მაიკლი, ერისთავი, კირკიტაძე. გიორგი ერისთავმა მოწინააღმდეგე გუნდს გოლი 55-ე წუთზე გაუტანა, ანგარიში 1-0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ იყო.
70-ე წუთიდან ასპარეზი კვლავ ახალგაზრდებს დაეთმო: სტურუა, მანჯგალაძე, ახალაძე, მესიაჩენკო, ნინუა, აღდგომელაშვილი, გიორბელიძე, ოლხოვი, ხაჩიძე. 89-ე წუთზე დანიშნული პენალტით მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და საბოლოო შედეგი 1-1 დაფიქსირდა.