13 თებერვალი: დღის ათი საუკეთესო მომენტი ამერიკიდან (ვიდეო)

13 თებერვალს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა.

“გოლდენ სტეიტ უორიორზმა” საკუთარ არენაზე “ფინიქს სანსს” სძლია (129:83), “ფილადელფიელმა” პეიტონმა 29 ქულას მოუყარა თავი, “ოქროს შტატელების” მხრიდან კი საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ 22 ქულით. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველმა ლეგიონერმა 16:36 წუთი დაჰყო მოედანზე და საკუთარ აქტივში 4 ქულა, 5 გადაცემა და 6 მოხსნა ჩაიწერა.

“გოლდენ სტეიტის” კონკურენტი, “სან ანტონიო სპურსი” კი დასავლეთ კონფერენციის მეათეადგილოსან “უტასთან” დამარცხდა (101-99). მატჩის გმირი მიტჩელი გახლდათ 25 ქულით, “სპურსის” მხრიდან კი საუკეთესო მაჩვენებელი კაილ ანდერსონს ჰქონდა (16 ქულა).

“დეტროიტ პისტონსი” შინ “ნიუ ორლეანსთან” დამარცხდა (103:118), “ფილადელფია სიქსერსმა” “ნიუ იორკ ნიკსს” სძლია (108:92), წარმატებას მიაღწია გალინარის “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “ბრუკლინ ნეტსთან” თამაშში (101-114). “ჩიკაგო ბულზსმა” კი “ორლანდო მეჯიქი” დაამარცხა ოთხი ქულის სხვაობით (105:101).