რაკიტიჩი: “ლონდონში გასატანად და მოსაგებად ჩამოვედით”

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას ლონდონი მასპინძლობს. ადგილობრივი “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

შეხვედრის შესახებ “ბლაგურნას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ისაუბრა.

“ისე უნდა ვითამაშოთ, რომ კატალონიაში გასამართ შეხვედრაზე არ ვიფიქროთ. უნდა შევეცადოთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვალინოთ და აუცილებლად გავიტანოთ. სწორედ ესაა მიზანი. სტუმრად გატანილი გოლი ბევრს ნიშნავს. შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.

“მესი კარგ ფორმაშია. არასდროს მინახავს, სატრენაჟორო დარბაზში მას ამდენი ევარჯიშოს. ლეო გუნდისთვის ყველაფერს იღებს, რომ ფორმაში იყოს. ეს კი ჩვენ გვეხმარება – ის გვჭირდება. ვიმედოვნებ, მასთან ერთად ყველა შეხვედრას ვითამაშებ, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრებით,” – ამბობს ხორვატი.