სმოლინგი: “ჩემი მეუღლის წყალობით გავხდი ვეგანი”

ფეხბურთელები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი ფორმა შეინარჩუნონ, რისთვისაც სწორი კვება აუცილებელია. პრესასთან საუბრისას სმოლინგმა გაიხსენა, თუ როგორ გახდა ვეგანი.

“რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლე ვეგანია და მუდმივად ცდილობდა ჩემს დაყოლიებას. სახლში მზარეული სწორედ ის არის, ამიტომაც ვეგანობის გარეშეც მიწევდა ვეგანური საკვების მიღება.

ცოტა ხნის შემდეგ, ჩემი მენიუდან ხორცი ამოვიღე. ახლა ვეგანი ვარ. ზოგადად, ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ ვარჯიშზე დაბრუნება, თუმცა მე მსგავსი არაფერი მიგრძვნია.

ვეგანი რომ არ ვიყო, მე მომიწევდა კერძების მომზადება, რაც თავს ეგოისტადაც მაგრძნობინებდა. საბედნიეროდ, ის ძალიან კარგი მზარეულია და ახლა მასთან ერთად ცხოვრება ძალიან მაბედნიერებს,” – აცხადებს სმოლინგი.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, კრის სმოლინგი გაყიდოს

ევროპული ჟურნალ-გაზეთების ცნობით, სმოლინგის “მანჩესტერული” კარიერა დასასრულს უახლოვდება და ქრის სმოლინგი მომავალი სეზონიდან მერსესაიდული “ევერტონის” რიგებში იასპარეზებს.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიომ სმოლინგს პირად საუბარში გაუმხილა, რომ მომავალ სეზონში მას ძირითადის ადგილი გარანტირებული ვეღარ ექნება, რაც ინგლისელი მცველის გეგმებში ნამდვილად არ შედის.

სმოლინგსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის არსებულ მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის ზაფხულამდე არ ეწურება და მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სიტყვა ჯერაც არ ჩამოვარდნილა.

რაც შეეხება “ლესტერ სიტის”, “მელიები” საკმაოდ დიდი ხანია, რაც ცენტრალურ მცველს ეძებენ. ისინი რამდენიმეჯერ სოლომონ კვირკველიასაც დაუკავშირეს.

ქრის სმოლინგი: “ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის პირველი მატჩში, “რომან სანჩეს პისხუანზე”, თავისთვის სასურველ შედეგს მიაღწია (0:0). ეს კი სმოლინგს საშუალებას აძლევს იფიქროს, რომ ყველაფერი სწორედ მათ ხელშია.

“მეორე ნახევარში ყველაფერი უფრო საინტერესო გახდა, თამაში ორივე გუნდმა გახსნა. ბოლო ხუთ წუთს თუ არ ჩავთვლით, მათ საგოლე მომენტები არ ჰქონიათ. ბოლო 20 წუთის მანძილზე მათ ზეწოლას პრესინგითვე ვუპასუხეთ, თანაც წარმატებით.

ყველაფერი მომდევნო მატჩში გადაწყდება, ჩვენს სტადიონზე. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენს ხელში. უნდა მოვიგოთ და მომდევნო ეტაპის საგზური ჩვენი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ “ოლდ ტრაფორდზე” ისეთივე ატმოსფერო იქნება, როგორიც აქ იყო,” – აცხადებს სმოლინგი.