გიორგი ხარაიშვილის გოლი და საგოლე პასი შვედეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

29 აპრილს, შვედეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი ხარაიშვილის “გიოტებორგი” საკუთარ მოედანზე აიკ-ს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი იყო. ხარაიშვილმა პირველი ტაიმის დამატებით წუთზე საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემაც მიითვალა, მისი პასის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე კარლსონ-ლაგემირმა გაზარდა.

6 ტურის შემდეგ, “გიოტებორგი” შვედეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილს იკავებს.

ხარაიშვილის გოლი

საგოლე გადაცემა

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში გაიტანა (ვიდეო)

გუშინ შვედეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრაში “ელფსბორგმა” საკუთარ მოედანზე “გიოტებორგი” მიიღო.

დაპირისპირებაში ანგარიში სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ხარაიშვილმა გახსნა. 21 წლის შემტევმა ამის გაკეთება 63-ე წუთზე მოახერხა. გიორგი 79-ეზე შეცვალეს. მასპინძლებმა გათანაბრება მატჩის მიწურულს, მეოთხე დამატებით წუთზე შეძლეს.

ამ ფრის შემდეგ ხარაიშვილის გუნდი 16-გუნდიან ჩემპიონატში 13 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს. თავად მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ექვს მატჩი მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ერთი ძირითადში დაიწყო. მან გუშინ პირველი გოლი გაიტანა.

 

“გიოტებორგმა” ხარაიშვილი წარადგინა

შვედეთის “გიოტებორგმა” კლუბის ახალწვეული, 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი წარადგინა.

სკანდინავიური კლუბის ხელმძღვანელებმა ყოფილ საბურთალოელს 22 ნომრიანი მაისურა გადასცეს და წარმატებები უსურვეს!
წარდგენისას კლუბის სპორტულმა დირექტორმა მატს გრენმა აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელზე ხანგრძლივი დაკვირვება და შემდგომ წარმოებული მოლაპარაკება ორმხრივი შეთანხმებით დასრულდა, მატს გრენი შეთანხმებით ძალიან კმაყოფილია.
”გიოტებორგის” მთავარ მწვრთნელ ასბაგის თქმით გიორგი ხარაიშვილი დიდი ძალაა შვედური გუნდისთვის, ქართველი ფეხბურთელი ”გიოტებორგს” დიდად დაეხმარება წარმატების მიღწევაში.

ფეხბურთელის წარდგენა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო და მისი პირდაპირი რეპორტაჟი, როგორც “გიოტებორგის”, ასევე ჩვენი კლუბის ფეისბუქ-გვერდზე იყო შესაძლებელი.

კახა კაშია: “გიოტებორგში ხარაიშვილზე დიდი ინტერესია”

დღეს, შვედურმა “გიოტებორგმა” გიორგი ხარაიშვილი ოფიციალურად წარადგინა. “საბურთალოს” ყოფილ ფეხბურთელს სკანდინავიელებმა 22 ნომრიანი მაისურა გადასცეს. წარდგენისა და პრესკონფერენციის შემდეგ, “საბურთალოს” აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ, რომელიც შვედეთში გიორგისთან ერთად გაემგზავრა, შემდეგი განაცხადა:
“შვედეთში ჩასვლისთანავე მასპინძლებმა ჩვენს მიმართა სითბო და ძალიან დიდი ყურადღება გამოხატეს, აქაურები კარგად დაგვხვდნენ.
გიორგიმ დღეს წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება. ამის შემდეგ, მოხდა მისი ოფიციალური წარდგენა, რომელსაც ძალიან ბევრი ჟურნალისტი და სხვა დაინტერესებული ადამიანი დაესწრო. “გიოტებერგში ხარაიშვილზე ძალიან დიდი ინტერესია. იმედი მაქვს, უკვე ჩვენი კლუბის ყოფილი ფეხბურთელი კარგად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და გაამართლებს იმედებს.
ხვალ, თასის გათამაშებაზე “გიოტებორგისა” და “ესტერის” შეხვედრას დავესწრებით, 25 თებერვალს კი გიორგი ახალ კლუბში პირველად ივარჯიშებს.
“საბურთალო” აგრძელებს აღებულ კურსს და გამორჩეულ ფეხბურთელებს გზას უხსნის ევროპაში. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთ წამყვან ევროპულ კლუბთან მოხდა ჩვენი საქმიანი თანამშრომლობა”, – თქვა “საბურთალოს” აღმასრულებელმა დირექტორმა.

FC Saburtalo-ს ფოტო.

ხარაიშვილი: “გეტებორგი” სკანდინავიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც დიდი ტრადიციები აქვს”

თბილისის “საბურთალოს” ფეხბურთელი, გიორგი ხრააიშვილი კარიერას შვედეთი “გეტენბორგში” გააგრძელებს.

ახალაგაზრდა მოთამაშემ უკვე ყოფილი კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.

“კლუბებს შორის რაღაც დონეზე საუბრები, რომ მიმდინარეობდა ვიცოდი, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მოულოდენლი იყო. “გეტებორგი” სკანდინავიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც დიდი ტრადიციები აქვს. ახალ კლუბზე ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას, უფრო ახლოს ხვალ გავიცნობ, როდესაც ადგილზე ჩავალ. 
დაინტერესება სხვა კლუბების მხრიდანაც იყო, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ “გეტებორგმა” გამოხატა და კლუბის ხელმძღვანელებმაც არჩევანი შვედებზე გააკეთეს.”

“მადლობას გადავუხდი “საბურთალოს” მთლიან კოლექტივს – ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა თუ სხვა პერსონალს. მათ ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული ჩემთვის. “საბურთალო” არის დიდი ოჯახი, სადაც თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, ვრჩები თბილისური კლუბის ქომაგად და მინდა “საბურთალოს” დიდი გამარჯვებები და წარმატებები ვუსურვო,” – ამბობს ხარაიშვილი.