მსოფლიოს ფეხბურთის “მეფემ”, პელემ თანამემამულე, ნეიმარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოში მასზე ტექნიკური მოთამაშე არ არსებობს.
“ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში პოზიცია შეიცვალა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. კლუბში ის მარცხენა ფლანგზე თამაშობს და იქედან ცდილობს შეტევის გამწვავებას, ხოლო “სელესაოში” უფრო ცენტრშია შეწეული და ფორვარდის უკან უწევს ასპარეზობა. ბრაზილიელი ამ ყველაფერს ადვილად ეგუება, რაც მის დიდ ტალანტსა და შესაძლებლობებზე მეტყველებს.”
“მსოფლიოს სამი გამორჩეული მოთამაშე დღეს რონალდუ, მესი და ნეიმარია. სხვა სუპერვარსკვლავები არ არსებობენ. ისინი ნაკრებშიც წარმატებით გამოდიან. თუმცა, ვიტყვი, რომ ნეიმარს განსაკუთრებული მზადება მოუწევს მუნდიალისთვის. ის მსოფლიოს ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ!” – ამბობს პელე.