“ბრაიტონის” ფეხბურთელი: “ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ”არსენალს” ბრძოლა არ უნდოდა”

“ბრაიტონის” ნახევარმცველმა, სტივენ სიდუელმა “არსენალთან” მოგებული მატჩის შემდეგ (2:1) არსენ ვენგერის ბიჭები უმოტივაციოობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი პრობლემა ხასიათშია.

“ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ხალხი ამბობს – არანაირი სურვილი არ აქვთ ბრძოლის, ისინი მარცხისთვის არიან მზად, რისი მტკიცებულებაც გუშინდელ მატჩში ვიხილეთ.

თავიდანვე მივხვდით, რომ “არსენალს” ბრძოლა არ უნდოდა, მოედანზე გასვლას და ბოლომდე დახარჯვას არ აპირებდნენ. ყველაფერ ამაზე მათი სხეული მეტყველებდა, მათი ჟესტები. ვიცოდით, რომ თუ კარგად დავიწყებდით თამაშს, გამარჯვება ჩვენი იქნებოდა.

ადრე მათში ნაპერწკალი იგრძნობოდა, თავისუფალ ფეხბურთს თამაშობდნენ და ტექნიკურობით ყველას ჯობდნიდნენ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი გამქრალია. მათი თვითდაჯერებულობა ნაწილებად არის დაშლილი,” – აცხადებს სტივენი ბრიტანულ პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “ბრაიტონთან” განცდილი მარცხი ზედიზედ მესამე იყო პრემიერ ლიგაში – ბოლოს ასეთი შედეგი “არსენალმა” 2002 წელს დააფიქსირა.