პოლონეთში ქართველების ჯახი მერებაშვილის გოლითა და გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

გუშინ პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურის შეხვედრაში პლოცკის “ვისლამ” კიელცეს “კორონა” მიიღო. საგულისხმოა, რომ პირველ მათგანში თამაშობს ქართველი შემტევი, გიორგი მერებაშვილი, ხოლო სტუმარ გუნდში – თავდასხმელი, ნიკა კაჭარავა.

ქართველებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაწიყეს. მატჩის მიმდინარეობას რაც შეეხება, ის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 51-ე წუთზე დამიან ბირტეკმა გახსნა. ხოლო, “ვისლას” გოლების რაოდენობა ორამდე 89-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გაზარდა. საბოლოოდ, “მერებას” გუნდმა ანგარიშით, 2-0 მოიგო. კაჭარავამ ბოლომდე ითამაშა, ხოლო გიორგი მატჩის მეორე დამატებით წუთზე შეცვალეს.

ამ გამარჯვების შემდეგ პლოცკური კლუბი 42 ქულით მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო “კორონას” 40 ქულა აქვს და მეექვსეზე იმყოფება.