გორის „დილა“ შეკრებას გორში განაგრძობს. საკუთარ კედლებში გუნდი 22 იანვრიდან ორჯერად ვარჯიშებს ატარებს და თვის ბოლომდე აქ მოემზადება.
3 თებერვალს კი ჩვენი გუნდი თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში გააგრძელებს შეკრებას, სადაც 11 დღის განმავლობაში მოემზადებიან. მოგეხსენებათ, კლუბი რამოდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა გორელთა შემადგენლობაში არის მატებაც.
„დილას“ ახალწვეულები არიან: კვარაცხელია (მაკაბი უმ ალ ფემი – ისრაელი), ორბელაძე, კორღალიძე, ბერიაშვილი (სამივე მეტალურგი), ჯიშკარიანი, შალამბერიძე, კოშკაძე (სამივე გურია), რაჟამაშვილი (ზესტაფონი).
კლუბში დამრჩენთა სია ასე გამოიყურება: შეყრილაძე, ლეგაშვილი, თომაშვილი, კვახაძე, ხიზანეიშვილი, სადაღაშვილი, ახალკაცი, გოგინაშვილი, წიქარიძე.
ასევე დუბლშემადგენლობიდან და „დილას“ აკადემიიდან პირველ გუნდში დაწინაურდნენ: ნ. ნოზაძე, კურმაშვილი და სირბილაძე..
„დილას“ პრესსამსახური