მაკკოისტი: “მოედანზე 90 მილიონ ფუნტად ნზონზი ფასობდა”

შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ალი მაკკოისტი, რომელიც ამჟამად BBC-ის ჟურნალისტის როლს ირგებს, სტივენ ნზონზის თამაშით მოხიბლული დარჩა. შეგახსენებთ, რომ საუბარი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სევილიას” შორის გამართულ მატჩს ეხება (1-2).

“მართალია, წაგებას პოლ პოგბას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ როდესაც ნზონზის უყურებ, ხვდები, რომ ის გამონაკლისია. მოედანზე თუ ვინმა 90 მილიონ ფუნტად ფასობდა, ეს სწორედ ის იყო.

ამ მატჩში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პოგბასგან გაცილებით მეტია საჭირო.მონაცემები მას საშუალებას აძლევს თამაშის სადავეები ხელში აიღოს და გუნდს გამარჯვება მოუტანოს.

ნაცვლად ამისა, მისი ქცევები, მისი ჟესტები კიდევ უფრო მაფიქრებს. რამდენადაც ვხვდები, შიშის საფუძველი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებსაც აქვთ,” – აცხადებს მაკკოისტი.