სომხები ნაკრებში არგენტინელ ფეხბურთელს ეპატიჟებიან

არგენტინული “ატლეტიკო ურაკანის” თავდამსხმელმა ნორბერტო ბრიასკომ სომხეთის ნაკრებში თამაშის შეთავაზება მიიღო. 22 წლის ფეხბურთელს დედა სომეხი, მამა კი არგენტინელი ჰყავს.

“ძალიან გახარებული ვარ, რომ მიმიწვიეს. სომხეთის ნაკრებში მიწვევა ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. როდესაც დამირეკეს და ეს მითხრეს, გამიკვირდა, მაგრამ მტკიცედ ვუპასუხე.

თავს სომეხად მივიჩნევ, ვინაიდან დედაჩემის მშობლები სომხები არიან. აღნიშნული შემოთავაზება აგენტთან ერთად განვიხილე. მან მითხრა, რომ ეს შანსი უნდა გამოვიყენო”, – ციტირებს ბრიასკოს სიტყვებს სომხური პრესა.

ნორბერტო ბრიასკომ მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად ექვსი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.