ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულიენ ლოპეტეგმა ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელზე, ალვარო მორატაზე ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, მორატას აქვს შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიდეს და მან ეს ძალიან კარგად იცის. მან თავისი თამაშით უკეთ უნდა აჩვენოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია. იმედი მაქვს, ამას შეძლებს. რაც შეეხება ინიესტას, ის წინა სეზონთან შედარებით უკეთესია. ანდრესი უფრო სტაბილურია. ვფიქრობ, ის ახლა ჩემთვის დამაკმაყოფილებელი მოთამაშეა,” – ამბობს ლოპეტეგი.