სკოლარი: “რონალდუმ მკითხა, როგორია ჩინეთში ცხოვრება”

“გუანჯოუ ევერგრანდის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ გაამხილა, რომ მას კრიშტიანუ რონალდუმ (რომელსაც ერთ დროს პორტუგალიის ნაკრებში წვრთნიდა) მას ჩინეთში ცხოვრებაზე ჰკითხა.

“კრიშტიანო რონალდუმ ერთზე მეტჯერ მკითხა, როგორია ჩინეთში ცხოვრება. მე დეტალრუად აღვუწერე სიტუაცია. რა თქმა უნდა, განვიხილეთ იქ თამაში და მას ვუთხარი, რომ ჩინეთი განსხვავებული მოთამაშეებისთვისაა შესაფერისი. კრიშტიანუ რონალდუ არის ბრენდი, ინდუსტრია, ჩინეთი კი მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა (მოსახლეობით, ავტ.).” – ამბობს სკოლარი.