გუშინ საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესტონეთის ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა ქართველმა შემტევმა, ვაკო ყაზაიშვილმა, რომელმაც Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი დონის გუნდებთან გვიწევს თამაში. კარგი მატჩი ჩავატარეთ და დამსახურებულადაც მოვიგეთ. საგულისხმოა ისიც, რომ ხალხი ტრიბუნებზე დაბრუნდა. მაყურებლის მხარდაჭერას ვგრძნობდით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.”
“პირადად მე, შარშანდელისგან განსხვავებით, მეტი სათამაშო პრაქტიკა მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ. ბოლო თამაშებში გოლებიც გავიტანე, რაც ძალიან მახარებს. იმედია, ასე გავაგრძელებ,” – ამბობს ვაკო.