ბილბაოს “ატლეტიკის” ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსე ანხელ სიგანდუს შემცვლელის ძებნით არიან დაკავებულნი. As-ის ცნობით, ბასკები ედუარდო ბერისოს კანდიდატურასაც განიხილავენ.
როგორც იცით, ედუარდ ბერისომ “სევილია” სეზონის პირველი ნახევრის მიმდინარეობისას დატოვა, როდესაც მას კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საბედნიეროდ, 48 წლის სპეციალისტმა სიმსივნე დაამარცხა და ახლა სრულიად ჯანმრთელია.
ბერიცოს გარდა, “ატლეტიკის” ხელმძღვანელები “მაინცისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუჰელის მიწვევასაც გეგმავენ.