ამსტერდამის “აიაქსის” ახალგაზრდა ტალანტი და ლეგენდარული პატრიკ კლიუვერტის შვილი, ჯასტინ კლიუვერტი Goal.Com-ის გამოკითხვაში 2017 წლის საუკეთესო თინეიჯერ მოთამაშედ დასახელდა. მან აჯობა ჯანლუიჯი დონარუმას, ვინიციუს ჯუნიორს, მატეის დე ლიგტს, ფილ ფოდენს.
აღნიშნული პრიზის მოგების შემდეგ, მან Goal.Com-თან ინტერვიუ ჩაწერა.
“გუნდი, რომლისთვისაც თამაში და გოლების გატანა მინდა, “ბარსელონაა”. არ ვფიქრობ სხვაგან წასვლაზე, ჯერ აქ განვითარება მსურს. თუმცა, “ბარსა” ჩემი ოცნებაა. ახალი გამოწვევა ოქროს ბურთის მოგებაა. ვაპირებ, ბევრი ვიმუშავო და ეს ჯილდო მოვიპოვო. ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ და განვითარებისთვის დიდი დრო მაქვს,” – ამბობს ჯასტინი.