ასზე მეტი წამყვანი ფეხბურთელი სიმსივნის გამომწვევი პრეპარატის მსხვერპლი შეიძლება გახდეს

ასზე მეტი ფეხბურთელი, მათ შორის ჯეიმი ვარდიც, შესაძლოა, სიმსივნის გამომწვევი პრეპარატის მსხვერპლი გახდეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Sun, ავრცელებს.

საქმე Thunder-ის მიერ გამოშვებულ თამბაქოს ნაირსახეობას ეხება, რომელსაც ევროპაში სნუსის სახელით იცნობენ. ბევრი ფეხბურთელი სიგარეტის ნაცვლად სწორედ ამ საშუალებით იღებს ნიკოტინს, თუმცა, შესაძლოა ეს მათთვის მომაკვდინებელიც გახდეს.

სნუსი დანეტიანებულ დაქუცმაცებულ თამბაქოს წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელმა ტუჩსა და ღრძილს შორის უნდა მოითავსოს 5-30 წუთის მანძილზე. თუმცაღა, სიამოვნების მიზნით ბევრი განსაზღვრულ ლიმიტს არ ითვალისწინებს.

თამბაქოების ესპერტი, პროფესორი სანტონ გლანცი აცხადებს: “პირის ღრუში თავად ათავსებენ სიმსივნის გამომწვევი მომწავლელი ნივთიერებების მქონე წამალს. მსგავსი რამ დაუშვებელია.”

არსებობს სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც სნუსი ფეხბურთელს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება, რასაც კატეგორიულად უარყოფს “სტოკის” ყოფილი მოთამაშე:”ჩემთვის მსგავსი რამ არავის უთქვამს და არც შემიმჩნევია, ეს უბრალოდ დასვენების საშუალებაა”.

სნუსის ერთ-ერთმა პირველმა მომხმარებელმა, ჯეიმი ვარდიმ კი 2016 წელს ასეთი განცხადება გაკეთა: “ამ პრეპარატს გაცილებით მეტი ფეხბურთელი იყენებს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, რიგ შემთხვევებში, სტადიონზე გამოსვლისასაც.”