მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა მაროკოელმა ფეხბურტელმა, ჰაკიმ აჩრაფმა, “იუვენტუსთან” გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ “ბლანკოსის” წარმატებული სერია კიდევ დიდი ხნის მანძილზე გასტანს.
“ძალიან კმაყოფილები ვართ “ლას პალმასთან” მოპოვებული გამარჯვებით (0-3), ისიც ძალიან გვახარებს, რომ ბეილი ფორმაში შედის და ორი გოლი გაიტანა. ის გუნდის საკვანძო ფეხბურთელია და ჩვენს წარმატებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ “იუვენტუსთან” გასამართ მატჩს კარგ ნოტაზე ვხვდებით. ძალიან კარგად ვართ მომზადებული, ისევე როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად.
რაც შეეხება ჩემს კარიერას, მიხარია, რომ მწვრთნელი უფრო მეტ დროს მითმობს. მის ნდობას ვგრძნობ და მზად ვარ, კლუბს ნებისმიერ დროს დავეხმარო,” – აცხადებს 19 წლის აჩრაფი.