ჩაბი ალონსო: ინტრევიუ “რეალზე”, “ლივერპულზე”, ორ თვეში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ჩაბი ალონსო მადრიდულ გამოცემა Marca-სთან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

“ლივერპული” – “მანჩესტერ სიტზე”: “მერსესაიდელების გამოსვლით აღფრთოვანებული დავრჩი. დიდი სურვილი მქონდა, “ლივერპულის” ასეთი თამაში მენახა. ეს იყო ლამაზი, შთამბეჭდავი შესრულება. ძალიან ვისიამოვნე.”

“მადრიდის “რეალის” შანსზე, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდეს: “რთული წარმოსადგენია, რომ მადრიდელებმა ეს შემთხვევა ხელიდან გაუშვან. “რეალი”, ფაქტობრივად, ბოლომდეა დაზღევული, რომ ჩემპიონთა ლიგიდან ახლა არ გამოვარდება. თუმცა, მაინც დაველოდოთ, რა მოხდება განმეორებით მატჩში. “რეალის” მოთამაშეები, რაც უფრო მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობენ, მით უფრო კარგად თამაშობენ. რონალდუმ საოცარი “მაკრატელა” გაიტანა. ასევე, ყურადღებას გავამახვილებ ლუკა მოდრიჩზე, რომელმაც იცის, როგორ იყოს გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა: მისი როლი განუსაზღვრელია, ის ხელშეუხებელია.”

ორ თვეში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება: “ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს ყველაფრის მოგება შეუძლია. მას ფეხბურთელების უზარმაზარი რესურსი აქვს. მთავარი ისაა, რომ მათ ასეთ ტურნირებზე გამოსვლის ცოდნა, გამოცდილება აქვთ.”