11 აპრილს, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დაიწყო. სასწავლო პროცესის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწრო და მონაწილეებთან კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამიერიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. გარდამავალ ეტაპზე კურსი ორი მოდულისგან შედგება. საბოლოოდ კი, C ლიცენზიის კურსი ოთხ მოდულიანი გახდება და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში იქნება.
ამ ეტაპზე კურსზე 25 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. C ლიცენზიის კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.
Gff.Ge