“ბენფიკადან” “მანჩესტერ სიტიში” გადასულმა ედერსონმა (40 მილიონი ევრო დაჯდა მისი ტრანსფერი), თავისი პირველი სეზონი შეაფასა “ქალაქელთა” რიგებში. ამ უკანასკნელმა 33-დან 13 მატჩში დაიცვა კარი მშრალად და ორი პენალტიც მოიგერია.
“ძალიან ბედნიერი ვარ, ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. “ბენფიკაში” გატარებული პირველი ორი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი “სიტის” პირველი მეკარე ვარ. ეს ჩემი ოცნება იყო.
პრემიერ ლიგის მოგება, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთლის ჯილდოზე წარდგენა და ასეთი დიდებული გუნდის ერთ-ერთი წევრის სტატუსი, მინიმალური ოდენობის გაშვებული გოლი – თითქმის სრულყოფილი სეზონი გამოდგა ჩემთვის.
ან კლუბში ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ქალაქში ცხოვრება ჩემს ოჯახსაც მოსწონს. სიხარულით მეცხრე ცაზე ვართ,” – აცხადებს ედერსონი.