რუჯერი: “მესიმ “ბარსელონაში” თამაშზე უარი უნდა თქვას და თავი მუნდიალს მიუძღვნას”

ოსკარ რუჯერი, 1986 წლის ტრიუმფატორი არგენტინის ნაკრების წევრი, ლიონელ მესის საკლუბო კარიერის დროებით დავიწყებისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ ახლა მან მხოლოდ მუნდიალზე უნდა იფიქროს.

“თქვენ გგონიათ, რომ მესის გარეშე “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი ვერ გახდება? მან ახლავე უნდა დაურეკოს “ბარსელონას” პრეზიდენტს და უთხრას, რომ “ბარსელონაში” თამაშზე უარს ამბობს და თავს მუნდიალს უძღვნის.

ამის შემდეგ, არგენტინის ნაკრების თავკაცსაც უნდა დაურეკოს და უთხრას, რომ მთლი ძალებით მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე იქნება კონცენტრირებული.

ჩვენი მაგალითი რომ განვიხილოთ, თითქმის 65 დღე გავატარეთ თანაგუნდელებთან ერთად მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამდე,” – აცხადებს არგენტინის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი.