კატალონიის “ესპანიოლმა” თბილისის “დინამო” დაამარცხა და დარასელიას თასი მოიგო (ვიდეო)

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. “დინამო არენაზე” ერთმანეთს თბილისური “დინამო” და კატალონიური “ესპანიოლი” დაუპირისპირდნენ.

თამაშის საწყის ეტაპზევე ქართველებმა გოლი გაუშვეს. მეშვიდე წუთზე ჟერარდ პერეირამ საჯარიმოში დრიბლინგი დაიწყო, ულამაზესი მოძრაობით ჩამოიცილა მეტოქე და ანგარიში გახსნა. 36-ე წუთზე მატეო რეგატიიომ მეორეჯერ აიღო “დინამოელთა” კარი.

მეორე ნახევარში, 44-ე წუთზე (40-წუთიანი ტაიმებია) ირაკლი აზაროვმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 57-ე წუთზე იგივე მოთამაშე მარჯვენა ფლანგიდან შევიდა საჯარიმოში და იქ მყოფ ჯადული იობაშვილს გაუკეთა ზუსტი, დაბალი გადაცემა, რომელსაც გატანა აღარ გასჭირვებია. საგულისხმოა, რომ ცხრა ნომერმა ამ ტურნირზე მესამეჯერ აიღო მეტოქის კარი. თუმცა, თბილისლებმა მეტჯერ ვერ დაამწუხრეს ოპონენტი. შესაბამისად, ჩვენი ბიჭები ვერცხლის მედალს დაეუფლნენ, ხოლო ანგარიშით, 2-1 გამარჯვების შემდეგ, დარასელიას თასის მფლობელი “ესპანიოლი” გახდა.

 

იხილეთ ვიდეო