ფედერიკო ფასიო: “მსაჯმა ორი პენალტი წაგვართვა”

“ლივერპულთან” საშინაო არენაზე მოგებული მატჩის (4-2) შემდეგ, “რომას” ფეხბურთელი, ფედერიკო ფასიო მიიჩნევს, რომ სამართლიანი მსაჯობის შემთხვევაში ფინალური ეტაპის საგზურს “რომაელები” მოიპოვებდნენ და არა ინგლისელები.

“ეს ყველაფერი აქ არ უნდა დასრულდეს. პროგრესი მუდმივი უნდა გახდეს, მომავალ სეზონშიც უნდა მივაღწიოთ ნახევარფინალამდე და დღევანდელი შეცდომები ცოდნად ვაქციოთ.

ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რაც გავაკეთეთ, ჩვენ ნამდვილი ფეხბურთი ვითამაშეთ. თუმცა სამწუხაროა, რომ დღეს მოვლენები ასე განვითარდა.

მსაჯმა ორი პენალტი წაგვართვა და ამასთანავე, მხოლოდ სამი წუთი დაამატა მეორე ტაიმს… მიუხედავად ამისა, მაინც დადებითად უნდა ვიფიქროთ, თავები ავწიოთ და გავაგრძელოთ,” – აცხადებს ფასიო.