დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში რომის “რომა” მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში – 7-6 ინგლისელთა სასარგებლოდ და ფინალში სწორედ იურგენ კლოპის გუნდი გავიდა.
“ლივერპულის” მხრიდან ერთ-ერთი გოლი სადიო მანემ გაიტანა. საბოლოოდ, ეს გოლი ინგლისელთა ტრიოსთვის (მანე-ფირმინო-სალაჰი) ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში რიგით 29-ე აღმოჩნდა. აქამდე ასეთი შედეგი არავის ჰქონია. იურგენ კლოპის შემტევებმა დაამხეს მადრიდის “რეალის” ტრიოს (ბეილი, ბენზემა რონალდუს) მიღწევა – ერთ სეზონში გატანილი 28 გოლი. ამის გაკეთება “ბლანკოსის” დამრტყმელმა ძალამ 2013/2014 წლების სეზონში მოახერხა.