მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერება გადაწყვიტეს. “ბავარიელები” შემტევი ტრიოს (რობენი, რიბერი, ლევანდოვსკი) წასვლისთვის ემზადებიან.
როგორც ცნობილი ხდება, მიუნხენელების სატრანსფერო სიაში პირველი ადგილი “იუვენტუსის” არგენტინელ ვარსკვლავს, პაულო დიბალას უკავია. გერმანელები მზად არიან ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.
24 წლის პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა. მას რობერტ ლევანდოვსკის მემკვიდრედ მოისაზრებენ.