ლოტიტო: “17 მილიონი ერნანესის მარცხენა ფეხი ღირს”

“ლაციოს” პრეზიდენტმა კლაუდიო ლოლიტომა “ინტერის” შეთავაზებას ერნანესის ტაობაზე საკმაოდ ცინიკურად უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით მილანელები ბრაზილიელ ფეხბურთელში 17 მილიონ ევროს იხდიან.

“ამ ფასად ისინი ლოლიტოს მარცხენა ფეხს თუ შეიძენენ. საუბარი ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეზეა, რომლის გაყიდვას ჩვენ არ ვაპირებთ” – განაცხადა ლოლიტომ.

ერნანესმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 17 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. Transfermarkt-ი ფეხბურთელს 22 მილიონ ევროდ აფასებს.