“სამტრედია” – “ლოკომოტივი”: აუტსაიდერების ფრე ლანჩხუთში (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე წრის სადებიუტო ტურის მორიგი შეხვედრები იმართება. ერთ-ერთ მათგანში “სამტრედიამ” ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო.

ყველაფერი მეორე ნახევარში გადაწყდა. 58-ე წუთზე ზურაბ ხაბეიშვილმა მასპინძლები დააწინაურა. საგულისხმოა, რომ 66-ე წუთზე თეიმურაზ ღონღაძემ სიდი სანიას წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. მან ყვითელი ბარათი, ხოლო ერთ წუთში ზედმეტი საუბრის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა. 79-ე წუთზე “სამტრედიელმა” გივი ქარქუზაშვილმა ავტოგოლი გაიტანა და საბოლოოდ მატჩი, ფრედ, 1-1 დასრულდა.

ამ შეხვედრის შემდეგ “სამტრედია” 7 ქულით მერვე პოზიციაზეა, ხოლო “ლოკო” 5 ქულით ბოლოზეა.

&nbsp