ფერნანდო ტორესი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს

ფერნანდო ტორესსა და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის არსებულ მიმდინარე კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და ესპანელი ვარსკვლავი, დიდი ალბათობით, კარიერას ამერიკულ MLS-ში გააგრძელებს.

როგორც ცნობილი ხდება (ESPN), 34 წლის ესპანელი ფეხბურთელის გადაბირების სურვილს შემდეგი კლუბები გამოთქვამენ: “ჩიკაგო ფაირი”, “ჰიუსტონ დინამო”, “მონრეალ იმპაქტი” და “კანზას სიტი”.

ბრიტანული და ესპანური გამოცემები ყველაზე რეალურ ვარიანტად “ჰიუსტონს” მიიჩნევენ, თუმცაღა “ჩელსისა” და “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი არც “ჰიუსტონის” ვარიანტს გამორიცხავს.