ირანის ტელევიზიაში ბუნდესლიგის მატჩი ქალი მსაჯის გამო ცენზურის ქვეშ მოექცა

გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში “კიოლნსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართულმა მატჩმა (1:3) ირანის ტელევიზიას პრობლემები შეუქმნა. აღნიშნულ შეხვედრას მდედრობითი სქესის მსაჯი ბიბიანა შტაინჰაუსი სჯიდა, რის გამოც ირანში შეხვედრა ცენზურის ქვეშ მოექცა.

“ირანის ტელევიზია ბიბიანა შტაინჰაუსს მხოლოდ შორეული რაკურსით აჩვენებდა, ხოლო როცა მსაჯი ტრანსლაციისას ახლო ხედით ჩნდებოდა, ირანელ რეჟისორებს სურათი გულშემატკივრებზე გადაჰქონდათ”, – წერს ჟურნალისტი ნატალი ამირი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სექტემბერში ბიბიანა შტაინჰაუსი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ქალი მსაჯი გახდა. მან მიმდინარე სეზონში უკვე რვა მატჩი განსაჯა, აჩვენა 17 ყვითელი ბარათი და დანიშნა ერთი პენალტი.