“პსჟ”-ს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ძალიან ბევრი გამოცემა წერს, რომ შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნეიმარმა კლუბი გამოიცვალოს. აღნიშნულ საკითხზე პარიზელთა პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ კომენტარი გააკეთა.
“ნეიმარი გუნდში 2000%-ით რჩება. ესპანური მედია ოქტომბრიდან მოყოლებული, წერს, რომ ის აქ ბედნიერი არაა. ეს ყველაფერი ჭორია, რასაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. ნეიმარს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, რომლის მიხედვითაც მომავალ სეზონში მან “პსჟ”-ში უნდა ითამაშოს. ის ყველაფერ იმას ვერ უპასუხებს, რაც პრესაში იწერება. დარწმუნებული ვარ, ნეიმარს აქ ყიფნა სურს,” – ამბობს ხელაიფი.