“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი, საფრანგეთში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ აღიარებს, რომ მესისა და სუარესის მხარდამხარ თამაში ენატრება.
“მესისთან ერთად თამაშით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. შემდეგ სუარესი მოვიდა და გუნდი კიდევ უფრო შეავსო. ჩვენი სამეული ყოველთვის ერთად იყო და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა.
მესი, სუარესი და მე განუყოფელ ტრიოდ ვიქეცით. როდესაც მე და მესი ვარჯიშით ვიყავით დაკავებულნი, ის მოდიოდა და სულ მაბრაზებდა.
მატჩის დროს მე და მესის ფეხბურთელების მოტყუება და კარგი გადაცემების დარიგება გვევალებოდა. ზოგჯერ სუარესიც ცდილობდა იგივეს და როდესაც არ გამოსდიოდა, ძალიან ბევრს დავცინოდით.
ერთმანეთთან იმდენად ახლოს ვიყავით, რომ ყოველ შეცდომაზე ვიცინოდით. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. რა თქმა უნდა, “ბარსელონაში” მესისა და სუარესის გვერდით გატარებული დრო ძალიან მენატრება. ჩვენ ბედნიერები ვიყავით, ბედნიერი მეგობრები,” – აცხადებს ნეიმარი.