რის გამო ჩაშალა “ლივერპულმა” “გლადბახთან” გასამართი ამხანაგური მატჩი?

უკვე მეორე წელიწადია, რაც იურგენ კლოპი მერსესაიდულ “ლივერპულს” უდგას სათავეში. მისვლის დღიდან კლოპს სატრანსფერო საქმეებიც ჩააბარეს, რაც, რა თქმა უნდა, კლუბის პოლიტიკასაც დაეტყო.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “წითლებმა” “გლადბახთან” გასამართი ამხანაგური მატჩი, რომელსაც 7 აგვისტოს უნდა აეღო სტარტი, რაიან ბრიუსტერის შენარჩუნების მიზნით ჩაშალეს.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანული კლუბი საკმაოდ აქტიურად ცდილობდა ბრიუსტერის გადაბირებას. ეს უკანასკნელი საფეხბურთო სამყარომ გასულ წელს გაიცნო, როდესაც მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს ბუცს დაეუფლა.

18 წლის ბრიუსტერზე ინგლისელები დიდ იმედებს ამყარებენ. ამჟამად ის დაზიანებულ მუხლს მკურნალობს.