ეროვნული ლიგის ბომბარდირობისთვის რამდენიმე ფეხბურთელი იბრძვის, რომელთა შორისაც გორის დილასბრაზილიელი ლეანდრო რიბეიროცაა.
23 წლის ბრაზილიელი დილას კარგად შეეწყო და ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. როგორია მისიშთაბეჭდილებები, რა მიზნები აქვს კარიერაში ლეანდროს ამ და სხვა საინტერესო თემებზე Eliga.Ge ესაუბრა.
დილაში რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდით…
ამით ძალიან ბედნიერი ვარ. დილაში წინა სეზონის ნაწილი გავატარე, გუნდთან და ქართულ ფეხბურთთანადაპტაციის გავლაც მოვასწარი და როცა დაბრუნების შესაძლებლობა გამოჩნდა, არ მიყოყმანია. მოხარულივარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, მომწონს აქ თამაში და მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.
როგორ შეაფასებთ ისრაელში, მაკაბი ნეთანიაში გატარებულ პერიოდს?
როცა ისრაელში წავედი, მეგონა, ხშირად მომიწევდა თამაში, თუმცა ჩემი სტილი ვერ ჩაჯდა გუნდის ტაქტიკურსქემაში, რის გამოც არ მეძლეოდა ბევრი დრო. მე კი თამაში მწყუროდა და ამიტომ მივიღე დილაშიდაბრუნების გადაწყვეტილება.
კმაყოფილი ხართ თუ არა იმ შედეგებით, რასაც დილა აღწევს მიმდინარე სეზონში?
როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვთამაშობთ სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ხარისხის გაუმჯობესება, რაც აუცილებლად აისახება სატურნირო ცხრილში – ნამდვილად გვაქვს ამის პოტენციალი. ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მიღწეულზე შეჩერება არ შეიძლება.
სეზონის წინ თუ წარმოიდგენდით, რომ დილას მთავარი ბომბარდირი იქნებოდით და ეროვნული ლიგის საუკეთესო მეგოლეობის შანსიც გექნებოდათ?
ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო გუნდისთვის. როდესაც გუნდი იგებს და ამაში ჩემი წვლილიცაა, ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება პირად მიღწევებს: პირველ რიგში, ვფიქრობ მხოლოდ გუნდის წარმატებაზე და თუ ბომბარდირიც გავხდები, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები.
ამ სეზონში ჩატარებული მატჩებიდან თქვენთვის რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?
უდავოდ, საბურთალოს წინააღმდეგ თამაში, რომელიც გორში სოლიდური სხვაობით, 4:1 მოვიგეთ. საბურთალო საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდია და ტყუილად როდი ლიდერობს გათამაშებას. მის წინააღმდეგ ჰეთ-თრიქის შესრულება ორმაგად სასიხარულოა.
მიგაჩნიათ თუ არა დილა ჩემპიონობის კანდიდატად?
რატომაც არა?! თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. საქართველოს ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა და ჩემპიონობის შანსი რამდენიმე გუნდს აქვს. ჯერ ჩემპიონატის ნახევარიც არ არის გასული და პროგნოზების გაკეთება რთულია. მთავარია, დილამ თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს. საამისოდ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? დიდი ხნით აპირებთ საქართველოში დარჩენას?
ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ ცხოვრებაც ძალიან მომწონს და თამაშიც. რა იქნება მომავალში, ამაზე საუბარი გამიჭირდება.
საქართველოს ჩემპიონატს როგორ დაახასიათებდით?
ნორმალური დონის ლიგაა. ამ ფორმატის ჩემპიონატისათვის ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.
ალბათ მოუთმენლად ელით მსოფლიოს ჩემპიონატს…
რა თქმა უნდა! თითოეული ბრაზილიელი ჩვენს ნაკრებს მთელი სულითა და გულით ქომაგობს. ობიექტურად რომ შევხედოთ, მიმაჩნია, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოა და მჯერა, ჩემპიონები ჩვენ გავხდებით.
Eliga.Ge