ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მიდომ, რომელიც თამაშობდა “მარსელში”, “რომაში”, “ტოტენჰემში”, “აიქსში” და სხვა კლუბებში, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მან რვა წლიანი სანაკრებო კარიერა 2009 წელს დაასრულა, თუმცა, 37 კილოს დაკლების შემდეგ, მთავარ მწვრთნელს, ჰექტორ რაულ კუპერს, ხუმრობით, ნაკრებში გამოძახებას სთხოვს.
“მისტერ კუპერ, ვიცი, რომ თქვენ ეძებთ თავდამსხმელს, რომელსაც ბურთის ატანა შეუძლია კონტრშეტევების დროს. მე ეგვიპტის ნაკრებში ყოველ ორ თამაშში გამქონდა გოლი. შესაბამისად, თქვენ ჩემგან გარანტირებული გაქვთ გოლი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში,” – წერს მიდო.