ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” მეორე ტრანსფერი განახორციელა (ფოტო+ვიდეო)

დიოგო დალოტი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი შენაძენია. ამის შესახებ ინგლისელთა ოფიციალური გვერდი წერს.

19 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველი “წითელმა ეშმაკებმა” “პორტოდან”, დაახლოებით, 22 მილიონად იყიდეს. ის სწორედ ამ კლუბის აღზრდილია და წინა სეზონში მთავარ გუნდში ექვსი მატჩი ჩაატარა. დალოტი, ძირითადად სარეზერვო გუნდის მატჩებში მონაწილეობდა. ეს საკმარისი გახდა ჟოზე მოურინიოსთვის, რომ თინეიჯერი შეეძინა.

გეტყვით, რომ დალოტი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნიატედის” რიგით მეორე შენაძენია. აქამდე, კლუბმა “შახტარიდან” 25 წლის ფრედი 60 მილიონ ევროდ იყიდა. ის მაიკლ კერიკის შემცვლელად მოიაზრება.