როჯერ ფედერერის მორიგი ტრიუმფი: შვეიცარიელის მე-20 “დიდი სლემი”

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მარინა ჩილიჩი დაამარცხა და რიგით მე-20 “დიდ სლემს” დაეუფლა. შვეიცარიელი პირველი მამაკაცი გახდა, რომელმაც ეს შეძლო. ქალებს შორის კი მას შტეფ გრაფი (22), სერენა უილიამსი (23) და მარგარეტ კორტი (24) უსწრებენ.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი რიგით 30-ე იყო როჯერისთვის “დიდ სლემზე”, რაც მამაკაცთა ჩოგბურთის რეკორდი გახლავთ. მან ეს უდიდესი ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო.ფედერერს ხუთი სეტი დასჭირდა, გამარჯვებულად რომ გამოეცხადებინათ [6:2, 6:7 (5:7), 6:3, 3:6, 6:1].

აღსანიშნავია, რომ ფედერერმა “დიდი სლემის” გათამაშების, რომელიც 1968 წლიდან იმართება, 10 პროცენტის მოგება შეძლო. ჩოგბურთის “დიდი ოთხეულის” – ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი და მარი – ანგარიშზე კი 200-დან 51 მოგებული ტიტულია.

ეს როჯერ ფედერერისთვის მელბურნში მოპოვებული რიგით მეექვსე ტიტულია. გარდა ამისა, ის რიგით მეორე უხუცესია, რომელმაც “დიდი სლემი” მოიგო – შვეიცარიელი 36 წლის, 5 თვის და 20 დღის არის და მხოლოდ კენ როუზუოლს ჩამორჩება (37 წელი, 2 თვე და 1 დღე).

ფინალამდე ფედერერის ყველაზე რთული მეტოქე ტომაშ ბერდიხი გახლდათ, რომლის დამარცხებაც ერთ დროს ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეძლო.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეხუთედ მოიგო და ახალი რეკორდი დაამყარა

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში პლანეტის პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეექვსე განთესილს, ბრიტანელ ენდი მარის სძლია. პირველი სეტი სერბმა ჩოგბურთელმა ანგარიშით 7:6 მოიგო (ტაიბრეიკზე ნოვაკმა 7:5 იმარჯვა). მეორე სეტის ბედი ასევე ტაიბრეიკზე გაირკვა – ამჯერად უკეთესო ბრიტანელი გამოდგა, რომელმაც 7:4 მოიგო. მესამე სეტში ჯოკოვიჩმა 6:3 იმარჯვა. საბოლოოდ, ტურნირი ნოლემ შემდეგშივე სეტში მოიგო და მარი უშანსოდ, ანგარიშით 6:0 დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ისტორიაში ბოლო სეტში ანარაიშით 6:0 აქამდე არავის მოუგია. სათქმელი ისიცაა, რომ ამ გამარჯვებით ნოვაკი ტურნირის რეკორდსმენი გახდა – ამჟამად მის ანაგრიშზე ავსტრალიის ღია პირველობაზე ხუთი გამარჯვებაა. ამ მაჩვენებლით მან შვეიცარელ როჯერ ფედერერსა და ამერიკელ ანდრე აგასის აჯობა, რომლებმაც ავსტრალიის კორტებზე დიდი სლემის ტურნირი ოთხჯერ მოიგეს.

რაც შეეხება ენდი მარის, შოტლანდიელი ამ ტურნირის ფინალში მეოთხედ გავიდა, თუმცა იგი წინა წლების გადამწყვეტ მატჩებშიც დამარცხდა.

სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობა მეექვსედ მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალურ მატჩში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი მსოფლიოს მეორე ჩოგან, რუს მარია შარაპოვას შეხვდა.

პირველ სეტში სერენამ ანგარიშით 6:3 იმარჯვა. მეორე სეტი უფრო საინტერესო გამოდგა, საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელმა მეტოქეს ანგარიშით 7:5 მოუგო.

სერენამ ავსტრალიის ღია პირველობა მეექვსედ მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ 33 წლის ჩოგბურთელი ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია. აქამდე რეკორდი 31 წლის ჩინელ ლი ნას ეკუთვნოდა, რომელმაც ტურნირი შარშან მოიგო.

ნადალი: „მეორე სეტში მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო“

პლანეტის პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა სტანისლას ვავრინკასთან ავსტალიის ღია პირველობის წაგებულ ფინალზე ისაუბრა.

„ზურგის ტკივილი ჯერ კიდევ მატჩისწინა მოთელვაზე ვიგრძენი, პირველი სეტის მიმდინარეობისას კი, თავი კიდევ უფრო ცუდად ვიგრძენი. მეორე სეტში მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. ტრავმაზე საუბარი არ მსურს, ამჟამად ეს საკითხი აქტუალური არ არის. მსურს, სტანისლასს გამარჯვება მივულოცო. მან ეს ტიტული დაიმსახურა. ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს, იგი კარგი ადამიანია“, – განაცხადა ნადალმა.

„გასულ წელს ვავრინკამ დიდი ნაბიჯი გადადგა, წელს კი, უკვე მეორე ტიტული მოიგო.

მატჩის წინასწარ დასრულება არ მსურდა. ასეთ ნაბიჯს, განსაკუთრებით, ფინალში არ ვამართლებ“, – დაასრულა ესპანელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი