კარიმ ბენზემა მსოფლიოს ჩმეპიონატზე არ ითამაშებს. მთავარი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, კრისიტიან კარამბეუ.
“გრიზმანმა ევროპა ლიგაზე შესანიშნავად ითამაშა. ის ნამდვილი ლიდერი იყო. თუმცა, ჩვენ გვჭირდება ბენზემა, რათა გავიტანოთ გოლები. გამტანების დეფიციტი გვაქვს. გვყავს ჟირუ, ჟინიაკი. მაგრამ ისევ არ ვფიქრობთ ბენზემაზე. ის ჩვენს განაცხადში არაა. რა თქმა უნდა, ვუგულშემატკივრებ ჟირუს, გრზიმანს, მბაპეს, მაგრამ მაკლია ბენზემა. დეშამს ადრე ჰქონდა გეგმა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარიმს არ ეთამაშა. მაგრამ “რეალში” ის შესანიშნავად გაისარჯა და ახლა რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არაა, ეს სირცხვილია,” – ამბობს კარამბეუ.