გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის “რეალის” მწვრთნელი ახალ სეზონში ხულენ ლოპეტეგი იქნება.
როგორც ესპანური პრესა წერს, განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი. მას ესმის, რომ “ბლანკოსს” ახალი დამრიგებელი სჭირდებოდა, თუმცა, ბოსის აზრით, “ფურია როხას” მწვრთნელს ეს ამბავი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე არ უნდა გაესაჯაროვებინა.
ესპანეთში და, ზოგადად, საფეხბურთო სამყაროში მიიჩნევენ, რომ ლოპეტეგი ახლა დიდი წნეხის ქვეშ მოექცევა. თუმცა, თავად მწვრთნელს სჯერა, რომ ზეწოლას თავს გაართმევს, წარმატებით გამოვა სანაკრებო ჩემპიონატზე და შემდეგ ჩაუდგება “რეალს” სათავეში.