მოსკოვში ფიფას 68-ე კონგრესი ტარდება. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელები, წევრ ორგანიზაციებთან ერთად ფიფას დებულებაში განსახორციელებელ ცვლილებებს და 2019-2022 წლების საბიუჯეტო ციკლს განიხილავენ. დღესვე მოსკოვის საგამოფენო ცენტრში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანები აირჩიეს. იყო ორი კანდიდატურა: კანადა, აშშ და მექსიკა ერთად, ხოლო მეორე კანდიდატურა – მოროკო.
გადაწყდა, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გაიმართება და, შესაბამისად, მას კანადა, აშშ და მექსიკა უასპინძლებენ. მათ 200 ხმიდან 134 მიიღეს. ხოლო, 35 ხმა ხვდა წილად მოროკოს. რაც შეეხება დარჩენილ ერთ ხმას, ამ წარმომადგენელმა იმას მისცა ხმა, რომ არცერთს არ უნდა ემასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.