დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, F ჯგუფში, პირველი ტურის შეხვედრაში გერმანია მექსიკას დაუპირირსპირდა.
მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა. 35-ე წუთზე მექსიკა კონტრშეტევაზე წავიდა, ხავიერ ერნანდესმა ირვინგ ლოზანოს გადააწოდა ბურთი, რომელმაც საჯარიმოში მეტოქის ფეხბურთელი მოატყუა და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაიტანა გოლი. მეორე ნახევარში გერმანიას გასატანი ჰქონდა და, ლოგიკურად, პირველ ნომრად თამაშობდა. თუმცა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ვერცერთი შანსი ვერ გამოიყენა და დაპირისპირებაც საბოლოოდ, 0-1 დასრულდა.
ამ გამარჯვების შემდეგ მექსიკა სამი ქულით პირველზეა. ხოლო, გერმანია, ჯერჯერობით, ნული ქულით ბოლოზე. ხვალ, 18 ივნისს, ამ ჯგუფში შვედეთი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება. ეს თამაში 16:00 საათზე დაიწყება.