ირანის მწვრთნელი: “ესპანეთის მსგავსი სუპერმენები არ გვყავს, თუმცა სუპერსაქმის გაკეთება შეგვიძლია”

20 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრები ირანს დაუპირისპირდება. აზიელთა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, კარლუშ კეირუშმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენ ესპანეთის ფეხბურთელების მსგავსი სუპერმენები არ გვყავს, თუმცა სუპერსაქმის გაკეთება შეგვიძლია. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ ისაა, რომ  ჩემი ფეხბურთელები მიდნორზე მოტივირებულნი და კონცენტრირებულნი შევიდნენ. ისინი პოზიტიურ განწყობაზე უნდა იყვნენ. ვერაფერს ვიტყვი ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც ისკო, ასენსიო და ინიესტა არიან. თუ ისინი არ ითამაშებენ, სხვა გამოვა მინდორზე.

რაც ლოპეტეგისთან დაკავშირებით მოხდა,  ძალიან იშვიათია. ეს ჩემთვის ირონიულია. თუმცა, იეროს კარგად ვიცნობ. ის იდეალური პიროვნებაა იმისთვის, რომ გახლეჩილი ესპანეთი გააერთიანოს. მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება. ხოლო, თუ გეტყვით, როგორ ვითამაშებთ ხვალ მათ წინააღმდეგ, ეს ჩვენ ნამდვილად არ წაგვადგება. აქ ვართ იმისთვის, რომ სხვებს კონკურენცია გავუწიოთ. ვიცავთ ჩვენი ნაკრების ფერებს!” – ამბობს კეირუში.