ოსორიო: “მსაჯები ბრაზილიის ნაკრების მხარეს იყვნენ”

მექსიკის საფეხბურთო ნარკების მთავარმა მწვრთნელმა, ხუან კარლოს ოსორიომ, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა, სადაც მექსიკელები ბრაზილიელებთან დამარცხდნენ (0-2).

“ნათლად ჩანდა, რომ ფანები ყველანაირად ცდილობდნენ ბრაზილიის ნაკრების დახმარებას, ისინი მათკენ იყვნენ. მათი თავდამსხმელები ყოველთვის ცდილობდნენ კონტაქტში შესვლასა და ჯარიმის აკიდებას, მსაჯი კი მუდამ მათ იცავდა.

სამწუხაროა ერთ ფეხბურთელს (ნეიმარი) ამდენ დროს რომ ვუთმობდით. ნამდვილი სირცხვილია ფეხბურთისთვის. მსაჯი იმდენად ხშირად აჩერებდა თამაშს, რომ მეორე ტაიმის ტემპი სრულად დაგვიკარგა.

ფეხბურთი ძლიერი სპორტია, კაცების თამაში. ასეთი თამაშით ბავშვებსაც ცუდ მაგალითს ვაძლევთ,” – აცხადებს ოსორიო.