საჩხერის “ჩიხურა” ისრაელში გუშინ ჩაფრინდა. გუნდი სასტუმრო Rimonim Shalom Hotel-ში დაბინავდა. საღამოს გუნდმა ,,ბეითარის” ბაზაზე ივარჯიშა, ხოლო, დღეს წინასამატჩო ვარჯიშს ,,ტედი სტედიუმზე” გამართავს.
19 ივლისს, თბილისის დროით 21:45 საათზე საჩხერის “ჩიხურა” ,,ბეითარ ტრამპის” წინააღმდეგ ითამაშებს.
შეგახსენებთ პირველი შეხვედრა თბილისში ,,მიხეილ მესხის” არენაზე 0:0 დასრულდა.
იმერული გუნდი 18 კაციანი შემადგნლობით ესტუმრა ისრაელს: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი,ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ლექვთაძე, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე.