ჯო ჰარტი: “მანჩესტერიდან უნდა წავიდე”

მართალია, ჯო ჰარტი “მანჩესტერ სიტის” ბანაკში დაბრუნდა, თუმცა მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. ინგლისელ მეკარეს ზედიზედ მესამე სეზონში უპირებენ განათხოვრებას, რაც მას ნამდვილად არ უნდა.

“აქიდან უნდა წავიდე. იმ კლუბში უნდა მივიდე, სადაც მუდმივად თამაშის საშუალება მექნება. ვფიქრობ, ეს ისედაც ნათელია.ბოლო ორი სეზონის მანძილზე ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა და ნახეთ, სანამდე მიმიყვანა ამან,” – აცხადებს ჰარტი, რომელიც მუნდიალზე არ ათამაშეს.

“გამოცდილება ძალიან დიდი მაქვს, რამდენიმე წლის მანძილზე ვთამაშობდი უმაღლეს დონეზე. მინდა რომ თავს მნიშვნელოვან მოთამაშედ ვგრძნობდე და ვიცი, რომ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ აქიდან წავალ,” – აცხადებს ჯო ჰარტი.