ლონდონის “ჩელსიმ” ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე დაიმატა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ადასტურებენ ინფორმაციას კლუბში ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარის, რობერტ გრინის, მოსვლის შესახებ.

რთული გამოსაცნობი არ გახლავთ, რომ 38 წლის მეკარეს ლონდონელები ტიბო კურტუასა და ვილი კაბალიეროს დუბლიორად განიხილავენ. გრინმა “არისტოკრატებთან” ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

რობერტ გრინმა გასული სეზონი “ჰადერსფილდში” გაატარა, თუმცა იქ მას ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მიღების პატივი არ მიუღია. გრინმა ბოლოს ოფიციალურ მატჩში 2017 წლის 7 მაისს ითამაშა “ლიდსის” შემადგენლობაში.