ავტორიტეტული იტალიური გამოცემები ერთხმად ადასტურებენ “მილანსა” და “იუვენტუსს” შორის შეთანხმების არსებობას. “როსონერი” და “ბებერი ქალბატონი” გულშემატკივარს სულ მალე ბარტერს შესთავაზებს.
“სან სიროზე” გატარებული 12 თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბონუჩის მშობლიური “იუვე” მონატრებოდა. “მილანელები” ბონუჩის გაშვების სანაცვლოდ მატია კალდარასა და გონსალო იგუაინს ითხოვენ.
შეთანხმების თანახმად, ბონუჩისა და კალდარას ბარტერისგან დამოუკიდებელი იქნება გონსალო იგუაინის ტრანსფერი. არგენტინელი თავდამსხმელის არენდით აყვანა “როსონერის” საკმაოდ ძვირი დაუჯდება – საუბარია 15 მილიონ ევროზე.
სავარაუდოდ “მილანში” თამაშისას იგუაინის ხელფასს, რაც სეზონში 7,5 მილიონ ევროს უტოლდება, მაინც “ბებერი ქალბატონი” გადაიხდის.