თბილისის “დინამოს” კაპიტანი – ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პრიზი 22 წლის მოთამაშეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ლევან კობიაშვილმა გადასცა.
კიტეიშვილი “დინამოს” ღირსებას 2014-2018 წლებში იცავდა, თბილისური გუნდის მაისურით ჩაატარა 126 მატჩი, სადაც 17 გოლის გატანა შეძლო. “დინამოელთა” კაპიტანი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდში – გრაცის “შტურმში” გააგრძელებს.