ჰალილოვიჩი: “ბედნიერი ვარ, გატუზოს ხელმძღვანელობით მუშაობის შანსი რომ მაქვს”

ალენ ჰალილოვიჩი ერთ-ერთია “მილანის” ახალწვეულთა შორის, რომელიც თავის ახალ კლუბში თავს ბედნიერად თვლის. 22 წლის ხორვატი ფეხბურთელი “სან სიროზე” “ჰამბურგიდან”, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად ცხელა ამერიკაში. თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან ადაპტაციაში.

იტალიურის სწავლა უკვე დავიწყე. ყოველი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რომ შენი მწვრთნელის და თანაგუნდელების გესმოდეს. წინ სამი დიდი მატჩი გველის და საუკეთესო შედეგის დადებას ვგეგმავთ.

გატუზო ბედნიერია, ის ყველა ასპექტში ჩვენს გვერდით დგას და ყველაფერს აკეთებს ჩვენს დასაცავად. ბედნიერი ვარ გატუზოს ხელმძღვანელობით მუშაობის შანსი რომ მომეცა,” – აცხადებს ჰალილოვიჩი.