ფრანკფურტის “აინტრახტის” ნახევარმცველი, ომარ მასკარელი მადრიდის “რეალის” პირველი შენაძენი გახდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე. ამ ინფორმაციას ესპანური AS ავრცელებს.
როგორც იცით, მადრიდულმა კლუბმა 25 წლის გარემარბი გერმანელებს 2016 წელს მიყიდა. ახლა კი მადრიდელებმა მის კონტრაქტში არსებული გამოსყიდვის პუნქტის გააქტიურება ჩათვალეს საჭიროდ და მზად არიან 4 მილიონი ევრო გადაიხადონ.
დედაქალაქური გამოცემის ცნობით, არაა გამორიცხული, “ბლანკოსის” ამ ნაბიჯის მიმართ ბიზნეს გეგმები იდგეს – მასკარელის გადაბირებას რამდენიმე გერმანული კლუბი ცდილობს, ისინი მზად არიან 15 მილიონი გადაიხადონ.
თუმცაღა, ფეხბურთელს საშუალება ექნება, პრე-სეზონი “რეალთან” ერთად გაიაროს და თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში, “სანტიაგო ბერნაბეუზეც” დარჩეს.